ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეონს

16/08/2023

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მაჭარაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის მიხედვით, მაჭარაშვილის ქუჩაზე, გზის 1281 მეტრზე მოეწყობა ასფალტის საფარი, რკინა-ბეტონის ღარი, საკანალიზაციო ჭები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. სამუშაოებს კომპანია “არალი” ასრულებს და მისი ღირებულება 1 162 000 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0