ვალეში საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

17/07/2017

ვალეში საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ ვალის საბავშვო ბაღში მოეწყობა შიდა ინტერიერი, შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯარა, ელექტრო და შიდა გაყვანილობა. ასევე, დამონტაჟდება გათბობის სისტემა.
სულ მალე ორასზე მეტი აღსაზრდელი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ბაღში ივლის. პროექტი მთის ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 318 266 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0