ვანის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდა

04/03/2016

საშუალო წნევის გაზსადენზე ავტოავარიის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდა. “სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად, 5 მარტის დილის 10:00 საათიდან, საღამოს 16:00 საათამდე მოხდება.
“კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0