ვაპირებთ, რომ 2018 წელს 200 კილომეტრამდე გზას ჩავუტაროთ რეაბილიტაცია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვაპირებთ, რომ 2018 წელს რებილიტაცია ჩავუტაროთ 200 კილომეტრამდე გზას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ალავიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

ზურაბ ალავიძემ გზის ის მონაკვეთები ჩამოთვალა, რომელსაც 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მათ შორის, მან დაასახელა მარნეული – ალგეთის გზის 15 – კილომეტრიანი მონაკვეთი, დმანისის მუნიციპალიტეტში გზის გარკვეული მონაკვეთი, წალკა-აიაზმის 16 კილომეტრიანი მონაკვეთი, ჭრებალო-ნიკორწმინდისგზის მონაკვეთი და ა.შ.

გარდა ამისა, ზურაბ ალავიძემ რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მონაკვეთი ყველაზე მოცულობითია, როგორც სირთულით, ასევე ფინანსურად.

„რიკოთის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 90-მდე ხიდზე და 60-მდე მაგისტრალური გვირაბის გაკეთებაზე, პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიარდ დოლარამდე იქნება. პროექტირება უკვე მიმდინარეობს. ეს არის ურთულესი მონაკვეთი“, – განაცხადა ალავიძემ.

Visited 163 times, 1 visit(s) today