ვაპირებთ სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შესაბამისი პრეპარატები ჩავიტანოთ

16/05/2016

სტიქიის შედეგად საქართველოს რეგიონებისთვის მიყენებული ზარალის შედეგები დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს შესაბამის თემაზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც დანელიამ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით 13 ათას ჰექტრამდე 91 სოფელი არის დაზარალებული.
მისივე განმარტებით, აქვს გარკვეული ინიციატივები, რომლითაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარსდგა, თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივა, არ გულისხმობს ანაზღაურების საკითხს, არამედ მოიაზრება შესაბამისი პრეპარატების დისტრიბუცია დაზარალებულ სოფლებში.

„ინიციატივა გულისხმობს შესაბამისი პრეპარატების დისტრიბუციას იქ, სადაც ამის აუცილებლობაა, რომ ფიზიკურად გადარჩეს ხეხილი და ნარგავები. მიმდინარეობს დათვლა და აქედან გამომდინარე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში“, – განაცხადა დანელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0