ვაჟა ფშაველას გამზირზე ასფალტი ინოვაციური მეთოდით დაიგება

31/07/2017

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბრიტანული კომპანია „რინოფალტის“ ოფიციალური დისტრიბუტორის შ.პ.ს „ბი.ენ.ჯი“ – სთან ერთად ასფალტის საფარის ზედაპირის დაცვისა და შენახვის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ვაჟა ფშაველას გამზირის ნახევარკილომეტრიან მონაკვეთზე მოხდება ცივი დამცავი ხსნარის მოსხმა სპეციალური ტექნიკით, რომელიც აღწევს ბიტუმში და აღადეგნს ასფალტის ზედაპირის სიცოცხლისუნარიანობას. სპეციალური ხსნარი შექმნილია იმისთვის, რომ შეაჩეროს ზედაპირული დაზიანებები მათ მოხდენამდე. ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ასფალტის საფარს სიცოცხლისუნარიანობა 50%-ით უხანგრძლივდება. ასფალტის საფარის სიცოცხლისუნარიანობის პროპორციულად მცირდება გზის მოვლა-პატრონობის ხარჯები და დაუგეგმავი სარეაბილიტაციო ჩარევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0