ვაჟა-ფშაველას გამზირზე ხეივნის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

01/06/2017

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ერთკილომეტრიან გზის გამყოფ ზოლში, მოეწყობა საზაფხულო ფურნიტურები, დაიდგმება სკამები, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები. ტერიტორიაზე ჩატარდება არსებული ხეების სხვლა-ფორმირება. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგება რულონური გაზონი და დაირგვება 5800 ძირი დეკორატიული ბუჩქი. აღდგება განათების სისტემა, დამონტაჟდება ლამპიონები. ხეივნის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს თვის პირველ ნახევარში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0