ვაჟა-ფშაველას ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

08/09/2017

ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე პირველი პირი ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა არსებული გრუნტი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო სანიაღვრე მილები და ჭები, ასევე, გზაჯვარედინებზე დამონტაჟდა ბორდიურები, საკომუნიკაციო მილები და საკომუნიკაციო ჭები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეკორატიული ორშრიანი ფილების მოწყობის სამუშაოები. კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიხაზება საგზაო ნიშნები. ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 666 ათას 239 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0