ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხში ასფალტობეტონის საფარის მოწყობა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ასფალტის ძველი საფარის მოხსნის შედეგად, ობიექტზე 22 მიწისქვეშა ჭა აღმოჩნდა, რომელზეც ასფალტის საფარი იყო გადაგებული. შემსრულებელმა კომპანიამ კომუნიკაციები მოაწესრიგა. მოხდა ჭების აწევა საგზაო ნიშნულამდე, მოეწყო ბორდიურები.
ამ მისამართზე ორფენიანი ასფალტი 2 492მ2 ტერიტორიაზე იგება. პროექტს კომპანია „ჯეოსერვისი“ ახორციელებს. პროცესი ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

Visited 178 times, 1 visit(s) today