ვარდისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო საამუშაოები დასრულდა

02/08/2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო საამუშაოები დასრულდა. პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია „ ლაგოდეხგზა“-მ განახორციელა. ახლად რეაბილიტირებული გზა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ადგილზე დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. შიდა გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაობი მიმდინარეობს სოფელ უზუნთალაშიც მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0