ვარდისუბნის “ნათლისმცემლის” ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო

22/06/2017

ძეგლი მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ვარდისუბნიდან სამხრეთით, ხევის პირას ეკლესია “დეკანოზურის” მახლობლად. იგი წარმოადგენს საშუალო ზომის დარბაზულ ნაგებობას დასავლეთის მინაშენით, რომელიც ნაგებია დიდი და საშუალო ზომის რიყისა და ქვიშაქვით კირის დუღაბზე.ეკლესია საგრძნობლად არის დაზიანებული თითქმის აღარ აქვს შერჩენილი სახურავი, ჩამონგრეულია დასავლეთისა და სამხრეთის კარების ხის არქიტრავები,ასევე დაკარგულია კარების დირეები,თითქმის არ არის შემორჩენილი კარნიზები,ასევე დასავლეთის კარის თავზე გაჩენილია გამჭოლი ვერტიკალური ბზარი. 2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად სოფ. ვარდისუბნის “ნათლისმცემლის” ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო,ჩასატარებელია შემდეგი ტიპის სამუშაოები – გაიწმინდოს ეკალ-ბარდებისაგან,მოიხსნას ძველი კრამიტი და გადაიხუროს მეორადი ქართული კახური კრამიტით, გადაეწყოს მორყეული ქვის წყობა პროექტში მინიშნებულ ადგილებში, შეივსოს ნაკლული ქვის წყობა ფასადზე, ეკლესიას გაუკეთდეს ექვსრიგად აგურის კარნიზი, ხოლო მინაშენს ორრიგად, აღდგეს მინაშენის კარის თავზე ტიმპანი, იატაკზე დაიგოს შერჩეული რიყის ქვა კირდუღაბზე, ძეგლის გარშემო დაიყაროს ხრეში და მოიბელტოს. შემსრულებელი: შპს “ხუროთმოძღვარი” პროექტის ავტორი: ნ.ბაკურაძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0