სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა . პროექტი, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა მოხდა, ქალთა სათემო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საგას“, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტი „მეორე სიცოცხლე“-ს ფარგლებში გახორციელებული სამუშაოები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი ბოკერიამ დაათვალიერა. ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000, ხოლო დონორი ორგანიზაციების მხრიდან 8 000 ლარი იქნა გამოყოფილი.
Visited 201 times, 1 visit(s) today