ვარშავაში იმართება ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა

12/09/2017

ქ. ვარშავაში იმართება ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM).
შეხვედრის ფარგლებში, მთელ რიგ მნიშვნელოვან თემებთან ერთად, განიხილება ეუთო-ს წევრ სახელმწიფოების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ისეთი ვალდებულებების შესრულება, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დემოკრატიული არჩევნები, ტოლერანტობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ლტოლვილები და ადგილნაცვალი პირები, თავისუფალი გადაადგილება და ა.შ.
შეხვედრაზე წარმოდგენილია საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0