ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი მიეცემა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“მე დავბრუნდი პოლიტიკაში და მე მოვახერხებ, რომ ის ვერტიკალი გუნდში გავამყარო, გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. ამას არ დასჭირდება ბევრი დრო, ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში.
მე ვპირდები საზოგადოებას პირველ რიგში იმას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტია ჩემი უპირატესობა, რითაც წარმატებას მივაღწიე. მე გავაკეთებ ისეთ მენეჯმენტს, დავეხმარები გუნდს და ამისთვის შემოვბრუნდი სწორედ, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი მიეცემა” – ბიძინა ივანიშვილი

Visited 138 times, 1 visit(s) today