ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა

08/06/2017

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში შეხვედრები გამართა. კერძოდ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანთან გენერალ მაკმასტერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს და საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. გენერალ მაკმასტერის მხრიდან განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. თეთრ სახლში მიხეილ ჯანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილესთან რიკ ვედელთან. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული თავდაცვისა და უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0