ვაშლოვანის ბაღში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის, მათი კეთილმოწყობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით აქტიური მუშაობა გრძელდება.
„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში ქვემო ვაშლოვანის საბავშვო ბაღის წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც პლასტმასის მილების, ასევე წყალმიმღები და წყალგამანაწილებელი რეზერვუარების მოწყობა. ამ ეტაპზე მილების დამარხვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ჯ.ი.ა. 70“ ახორციელებს. სამუშაოები, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 19622 ლარია გამოყოფილი, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე 4 ადგილობრივია დასაქმებული.
აღნიშნულ სამუშაოებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროს მალხაზ სურმანიძესთან ერთად გაეცნო.

Visited 185 times, 1 visit(s) today