ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

05/12/2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფის წევრებს 21-22 ნოემბერს,თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მიმდინარე გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა. ვახტანგ გომელაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0