ვახტანგ გომელაური, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან არტურ ვანეციანთან. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში არსებულ ვითარებას. ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა საქართველოსა და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის განვითარების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ურთიერთობის სტაბილური განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობას.

Visited 151 times, 1 visit(s) today