ვახტანგ გომელაურს პარლამენტი არც მიმდინარე კვირას მოუსმენს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს სურვილი აქვს თავად წარსდგეს დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით. ამის შესახებ კობახიძემ ბიუროს სხდომაზე აღინიშნა.
“მას აქვს სურვილი თავად წარსდგეს პარლამენტის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ მან ეს შეძლოს. როგორც ვიცი, მივლინებები აქვს და პარასკევის სხდომაზე ეს არ მოხერხდება. ამიტომ ჩვენი მიზანი არის მოვუსმინოთ მას და არა სხვას”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის გასულ სასესიო კვირას უნდა მოესმინა, თუმცა ვახტანგ გომელაურის მოსმენა არ შედგა.

Visited 148 times, 1 visit(s) today