ვახტანგ მახარობლიშვილმა პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

08/09/2017

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან, მალგოჟატა გოშევსკას ხელმძღვანელობით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მუდმივად გრძნობდა მტკიცე მხარდაჭერას როგორც პოლონეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან. თავის მხრივ, მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ მალგოჟატა გოშევსკამ აღნიშნა, რომ პოლონეთის პოლიტიკური სპექტრი, რიგ საკითხებზე არსებული განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, საქართველოს მიმართ ყოველთვის ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოირჩევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0