ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე პოზიტიური დასკვნა დამტკიცდება

03/10/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პოზიტიური დასკვნის დამტკიცებას ელოდება.
„6 ოქტომბერს გაიმართება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც საბოლოოდ დამტკიცდება დასკვნა ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს დასკვნა იქნება წინასწარი დასკვნის შესაბამისი. საბოლოო დასკვნაში წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები არ შედის ხოლმე. ეს არის საბოლოო მოლოდინი. როგორც მოგეხსენებათ, დასკვნა იყო პოზიტიური, პოზიტიურად შეფასდა საკონსტიტუციო ცვლილებები და ანალოგიური დასკვნა იქნება 6 ოქტომბერსაც დამტკიცებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0