ვერტყვილაში გზის მშენებლობა დასრულდა

01/09/2017

ვერტყვილაში გზის მშენებლობა დასრულდა. გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ რეაბილიტირებული გზა მოინახულა და გზის გასწვრივ სანიაღვრე არხებისა და გვერდულების გასწორების სამუშაოები დაათვალიერა.
ვერტყვილას გზა რეგიონული განვითარების ფონდიდან 124 909 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალური გზის 800 მეტრიან მონაკვეთს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0