ვეტერანებმა ხაშურის მერიის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარებაც მიიღეს

09/05/2020

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი მერიის წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი მიულოცა და სოციალური დახმარების სახით საკვები პროდუქტები გადასცა. გარდა ამისა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა მერიის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარებაც მიიღეს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულად სოციალურ დახმარებას მთავრობისგანაც მიიღებენ. მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ასევე დაჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი”/

Tweet about this on TwitterShare on Facebook0