ვიმედოვნებ, ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას შემდეგ კვირას მიიღებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი შემდეგ კვირას გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა 2 თებერვალსაა ჩანიშნული.

„ვიმედოვნებ, რომ შემდეგ კვირას ჩვენ გვექნება სავიზო რეჟიმის რეალური ლიბერალიზაცია საქართველოსთან. საქართველომ ეს დაიმსახურა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო „აქტიურად მუშაობდა საამისოდ“. იოჰანეს ჰანი თვლის, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას.

„ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველომ 2015 წლიდან აიღო შესრულებულია“, – აღნიშნა მან.

Visited 132 times, 1 visit(s) today