ვინ იქნება რუსკა მაყაშვილთან ერთად X ფაქტორის ახალი წამყვანი

09/03/2016

X ფაქტორის მესამე სეზონს მაყურებელი დიდი ინტერესით ელის. უკვე ცნობილი გახდა ჟიურის განახლებული შემადგენლობა. ესენი არიან: სოფო ნიჟარაძე, გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია და ნინა სუბლატი. რაც შეეხება პროექტის წამყვანებს, რუსკა მაყაშვილთან ერთად გაუძღვება, ვასო აბაშიძის სახელობის, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ერეკლე გეწაძე. X ფაქტორი მისთვის პირველი, თან მასშტაბური პროექტია. ერეკლე პროექტში ქასტინგის საშუალებით შეარჩიეს. სატელევიზიო სივრცეში, წამყვანის ამპლუაში ეს მისი დებიუტი იქნება. ახალბედა წამყვანს რუსკა მაყაშვილის გვერდზში დგომის დიდი იმედი აქვს. ისინი მეგობრები არიან და როგორც ცხოვრებაში ასევე სცენაზეც კარგად გაუგებენ ერთმანეთს. მართალია ერეკლესთვის ეს დებიუტი იქნება, თუმცა მას კარგად იცნობენ და უამრავი თაყვანისმცემელი თუ გულშემატკივარიც ჰყავს. ის მსახიობების, ზურა გეწაძისა და ნანუკა ლითანიშვილის ვაჟია.
რაც შეეხება X ფაქტორის მესამე სეზონს, მაყურებელი პოპულარულ პროექტს რუსთავი 2-ის ეთერში 4 აპრილიდან იხილავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0