ვისაც საკონსტიტუციო კომისიიდან წასვლა სურს, ვერავინ ვერავის დაიჭერს

18/04/2017

ისე ჩანს, რომ მთავარი ამბავია, ვინ დარჩება საკონსტიტუციო კომისიაში და ვინ წავა – ეს მთავარი ამბავი არ არის
ვისაც საკონსტიტუციო კომისიიდან წასვლა სურს, ვერავინ ვერავის დაიჭერს, მაგრამ ვისაც სურს კონსტიტუცია იყოს ძალიან საამაყო და ღირებული დოკუმენტი, ის ამ პროცესში ბოლომდე ჩართული იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

“3-თვიანი ბატალიების ფონზე ისე ჩანს, რომ მთავარი ამბავია, ვინ დარჩება კომისიაში და ვინ – წავა, ვინ დატოვებს და ვინ არ დატოვებს. ეს მთავარი ამბავი არ არის. მთავარი ამბავია ის, რომ სამუშაო პროცესში თითოეული მუხლი ყალიბდება უფრო უკეთესი ფორმულირებით, ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღება და ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს იქითკენ, საბოლოოდ როგორი იქნება საქართველოს კონსტიტუცია“, – აღნიშნა ბესელიამ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კრიტიკის შეფასებისას, მან ისიც აღნიშნა, კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებამდე და საკითხის კენჭისყრაზე გატანამდე, არის დრო და ამ პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა წარდგენილ პროექტში ცვლილებების განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0