ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან

18/10/2017

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან. ვიქტორ დოლიძემ ახლად დანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობების და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოითქვა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩს გააცნო აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე. ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0