ვიქტორ დოლიძემ ევროკომისიის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

27/09/2017

ევროკავშირთან ასოცირების და მისივე შემადგენელი თავისუფალის სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელება, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და დაფიქსირებული მნიშნელოვანი პროგრესი-აღნიშნულ თემებზე ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროკომისიის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტში (COEST) ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ღონისძიება 26 მაისს, ქ.ბრიუსელში, ევროკავშირთან საქართველოს მისიაში გაიმართა. სახელმწიფო მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისთვის მზადების საკითხებზე ისაუბრა. სხვადასხვა სფეროში მიმდინარე, თუ დაგეგმილ რეფორმებზე დეტალურად ისაურეს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა და ევროკავშირის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგარეო გამოწვევბსა და უსაფრთხოების საკითხებზე. პრეზენტაციების დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხევებსაც უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0