ვიქტორ დოლიძემ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველი პალატის საბჭოს სხდომა გახსნა

23/01/2017

სასტუმროში „თბილისი რუმსი“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველი პალატის საბჭოს სხდომა გახსნა.
სხდომაზე სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული იმ პროექტების ანგარიში წარადგინა, რომელთა მიზანიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) ცნობადობის ამაღლება და რეგიონალური მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშწყობა იყო.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატას გაწეული სამუშაოსთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შესახებ ეფექტიანი სტარტეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას. ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამომავლო გეგმებზე, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, სიღნაღი) ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და პერსპექტივების შესახებ DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრების გახსნას ითვალისწინებს. „განსაკუთრებით აღვნიშნავდი სავაჭრო პალატის წვლილს ჩვენი მოქალაქეებისათვის, ბიზნესმენებისათვის რეგიონებში ინფორმაციის მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. სწორედ ამ კონტექსტში, ჩვენ გვინდა, რომ თანამშრომლობის ხელი გავუწოდოთ და დავგეგმოთ ერთობლივი ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად ქვეყნის რეგიონებში.“ – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0