ვიქტორ დოლიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

12/04/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გახსნა.
სტუდენტებთან შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა ნატოს მიზნებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე და ევროატალნტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ღონისძიება საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართა.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის გახსნილი აუდიტორია მეშვიდეა. საინფორმაციო ცენტრის მიერ აღჭურვილი სივრცეები აუდიტორიები უკვე ფუნქციონირებენ თსუში, თავისუფალ, ღია სასწავლო, აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტებში, ასევე ევროპულ სკოლაში და თავისუფალია ევროინტეგრაციის თემებზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩასატარებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0