ვიქტორ დოლიძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა

09/10/2017

„გამომდინარე იქიდან რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ძალიან დიდ შესაძლებლობებს უხსნის ბიზნესს და ეკონომიკის წინსვლას ჩვენს ქვეყანაში. მნიშნელოვანია, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ და მოსაზრებები გავცვალოთ. შესაბამისად იმ კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბროთ, რომლის მოტანაც რეალურად ევროკავშირთან ჩვენს პოლიტიკურ ასოცირებას და ევროპულ ინტეგრაციას შეუძლია. ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაზე საინტერესო დისკუსია გამოვა“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) დირექტორთა საბჭოსა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიზნით საქართველოს მიერ გასატარებელი რეფორმების შესახებ. შეხვედრაზე აგრეთვე, განიხილეს ამ მხრივ არსებული პერსპექტივები და სხვა აქტუალური საკითხები

Tweet about this on TwitterShare on Facebook0