ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტარ ქლერ მუდს შეხვდა

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, აგრეთვე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილა ევროპულ და ევროატლანტკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპარლამენტარ ქლერ მუდთან შეხვედრაზე. შეხვედრა 13 ივლისს ქ.ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა. ქლერ მუდმა, როგორც ევროკავშირ-სომხეთის, ევროკავშირ-აზერბაიჯანისა და ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საპარლამენტო კომიტეტებისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრმა, შეშფოთება გამოთქვა ცხინვალის რეგიონში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ინფორმირებულები არიან ჰუმანიტარული თავლსაზრისით ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარების თაობაზე. შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხების განხორციელების მიმართულებით დაფიქსირებული პროგრესი. ევროპარლამენტარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საქართველოს ევროპელი პარტნიორების სწორი ინფორმირება ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში მიმდინარე ცვლილებებთან, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. ქლერ მუდმა დაადასტურა საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ევროპარლამენტარების მზაობა ქვეყნის მიერ დასახული პრიორიტეტებისა და რეფომების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე.

Visited 121 times, 1 visit(s) today