ჭიათურის ორ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

13/07/2017

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლაშა გოცაძემ საბავშვო ბაღების გაერთიანების მე-5 და მე-8 განყოფილებები დაათვალიერეს,სადაც ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღის დათვალიერებისას ზურაბ კუპატაძე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნო. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ორივე საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. ბაღში მოეწყობა თანამედროვე ოთახები, აშენდება ახალი საქვაბე, სრულად განახლდება სამზარეულო, გაკეთდება სველი წერტილები, შეიცვლება საკანალიზაციო ქსელი, დამონტაჟდება გათბობის სისტემა. მე-5 ბაღში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,tu-ka” ასრულებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 144 284 ლარს შეადგენს. მე-8 ბაღში პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენებელიXXI” ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება კი 144 284 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0