ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

28/09/2017

ბელგიის სამეფოში, ქ.ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრების გამართა ევროპარლამენტარებთან: საჯად კარიმთან (საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე (European Conservatives and Reformists Group), ჰანუ ტაკულასთან (ALDE), საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის (INTA) წევრი), რებეკა ჰარმსთან (Group of the Greens/European Free Alliance), ევრონესტის თანათავმჯდომარე), ლაიმე ანდრიკიენესთან (EPP, (Christian Democrats) მომხსენებელი ევროპარლამენტის ანგარიშზე აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ), ანდი კრისტეასთან (S&D), მომხსენებელი მოლდოვაზე AFET-ში. შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისთვის მზადების, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროპარლამენტარებს 2014-2017 წლებში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ. პერსპექტივებზე საუბრისას გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებში მომავალშიც დაფიქსირდება როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაძიერებაზეც

Tweet about this on TwitterShare on Facebook0