ვიქტორ დოლიძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

10/02/2017

ევროპულ და ევროატლანტიურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიკსერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტკიური მიწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისა და ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. ვიქტორ დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ ესტონეთი, როგორც ევროკავშირის მომავალი პრეზიდენტი ქვეყანა, ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობს სამიტისთვის პარტნიორებთან იმუშავებს საქართველოსთან კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული მექანიზმისა და პროგრამის შემუშავების მიზნით. თავის მხრივ, სვენ მიკსერმა აღნიშნა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი, მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთაშორისო მისებში შეტანილი წვლილისათვის და კიდევ ერთხელ დააადასტურა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერა. „ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს არა ამარტო ნატო-სა და ევროკავშირის კულუარებში, არამედ გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ გაწევრიანების პროცესში და ამას ძალისხმევას არ დავაკლებთ“-განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის და ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევის მიზნით ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის გამო მყისიერი რეაგირებსა და აღნიშნული ქმედების დამგმობი განცხადებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0