ვიქტორ დოლიძე ისლანდიის იმიგრაციის დირექტორატის უფროსს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლობერალიზაციასა და შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების აღსაკვეთად განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისჯელეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ისლანდიის რესპუბლიკის იმიგრაციის დირექტორატის უფროსმა კრისტინ ვიოლუნდადოტირმა 19 სექტემბერს, ისლანდიის რესპუბლიკაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ისლანდიურ მხარეს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილი განაცხადი თავშესაფრის მოპოვების შესახებ დაკმაყოფილებული არ იქნება. ვიქტორ დოლიძემ, აგრეთვე, დეტალურად ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ. თავის მხრივ, ისლანდიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა აღნიშნული მიმართულებით საკუთარი გამოცდილებისა და ექსპერტული დახმარების თაობაზე

Visited 134 times, 1 visit(s) today