ვიქტორ დოლიძე ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

13/02/2017

„ლატვია უყურებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანს“-განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან შეხვედრაზე. შეხვედრა 13 თებერვალს, ლატვიაში, ქ.რიგაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ვიქტორ დოლიძემ 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებეზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საკითხი პარტნიორების დახმარებით მუდმივად იქნება ნატო-ს, თუ ევროკავშირის ღონისძიებების დღის წესრიგში. სახელმწიფო მინისტრმა, აგრეთვე, ისაუბრა სხვადასხვა ფორმატში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. გამოითქვა სურვილი ლატვიასთან კიბერ-უსაფრთხოებისა და სტარტეგიული კომუნიკაციის მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე. თავის მხრივ, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა წარმატება უსურვა საქართველოს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვის მიმართულებით რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში. ამასთან, რაიმონდს ბერგმანისმა დაადასტურა ლატვიის მხარიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0