ვიქტორ დოლიძე ლიტვის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს აღნიშნულ პროცესში ლიტვის მხარიდან ტექნიკური და ექსპერტული დახმარების თაობაზე. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვის მხარეს საქართველოს მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის საფრთხეებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებულად აღინიშნა ანტი-დასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად სტარტეგიული კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობა. მხარეებმა, ამ კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზეც იმსჯელეს.

Visited 111 times, 1 visit(s) today