ვიქტორ დოლიძე მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

04/10/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა უმასპინძლა. შეხვედრა 2 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ.ვაშინგტონში, სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ და კურტ ვოლკერმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის, აგრეთვე, დაგეგმილი სამიტებისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით არსებული სიტუაცია. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ცხინვალის რეგიონის სოფლებში იძულებით გადაადგილებული პირების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0