ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში გაემგზავრა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, 19 სექტემბერს, ისლანდიის დედაქალაქში გაიმართება სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ისლანდიის იუსტიციის მინისტრთან სიგრითურ ანდერსენთან და იმიგრაციის დირექტორატის უფროსთან კრისტინ ვიოლუნდა დოტირთან. შეხვედრებზე მთავარ თემად განიხილება საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი. მხარეები შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების აღსაკვეთად პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელებენ და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.
ისლანდიის რესპუბლიკიდან სახელმწიფო მინისტრი დანიის სამეფოში გაემგზავრება, სადაც, 20-22 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრები დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბერლინგ ლიზბერგთან, თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედ მდივანთან თომას არენკიელთან, მუდმივმოქმედი სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მიქელ სტარბეკ კრისტენსენთან (პრემიერ- მინისტრის აპარატი) და დანიის პარლამენტის (Folketing)საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და ევროპული კიმიტეტების წევრებთან. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში და ინტეგრაციის პროცესი, ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება და მოლოდინები, დანიის სამეფოს მიერ ევროკავშირის დახმარების ფარგლებში და ორმხრივ ფორმატში საქართველოში განხორციელებული დახმარების პროგრამები, თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები.

Visited 174 times, 1 visit(s) today