ვიქტორ დოლიძე საქართველოში ფინეთის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ შეეხვედრა გამართა საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არია ინკერი მაკკონენთან. ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფინურ მხარეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩს აპარატის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან განხორციელებას. სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ესაუბრა საქართველოს მთავრობის ოთხ პუნქტიანი რეფორმების პროექტზე, რომელიც ქვეყანაში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, სამართლიან მმართველობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. არია ინკერი მაკკონენმა ვრცლად ისაუბრა სტრატეგიულ კომუნიკაციაზე და ევროკავშირის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. თავის მხრივ ვიქტორ დოლიძემ ელჩს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიები და აქტივობები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, ფინურმა მხარემ მზაობა გამოთქვა სხვადასხვა სფეროებში საქართველოს ექსპერტული დახმარება გაუწიოს.

Visited 123 times, 1 visit(s) today