ვიქტორ დოლიძე ფონდის „Mercator“ მკვლევარებს შეხვდა

25/05/2017

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ფონდის „Mercator“ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მკვლევარებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმდინარეობას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთაც საქართველო ახორციელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას გაძლიერებულ რუსულ პროპაგანდასთან გამკლავების საქმეში. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც ახალგაზრდა მკვლევარებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ზემოაღნიშნულ თემებზე, ასევე, მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0