ვიქტორ დოლიძე ქრისტიან დანიელსონსა და თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა

13/09/2017

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონსა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. „შთამბეჭდავია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები და შესაშურია თქვენი გადაწყვეტილების სიმტკიცე, რომ განაგრძოთ ამ გზაზე წინსვლა”, აღნიშნა ქრისტიან დანიელსონმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0