ვიქტორ დოლიძე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

13/04/2017

„ყოველთვის განსაკუთრებით მახარებს სტუდენტებთან შეხვედრა. გვინდა, რომ ყველა თემა მოვიცვათ, როგორც ჩვენი საგარეო უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის, ურთიერთობების, ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით, ასევე, თუ რა ხდება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. როგორი გზა გაიხსნა, რა ახალი შესაძლებლობები მისცა ჩვენს ქვეყანას და მაინტერესებს სტუდენეტების აზრიც მოვისმინო ბუნებრივია და ასევე, მეც გავუზიარო ჩვენი ხედვები მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით.“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ 12 აპრილს შავი ზღვის უნივერსიტეტში მსოფლიო დიპლომატიის კლუბის სტუდენტებთან შეხვედრაზე. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკასა და ევროატალნტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ ისეთი თემებით, როგორიცაა: რუსეთის ფაქტორი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რა როლი უკავია ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირობებში და რამდენად მზად არიან ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0