ვიქტორ დოლიძე შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

08/11/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ბიორნ სოდერის ხელმძღვანელობით შვედეთის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 24 ნოემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს. „შვედეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენთვის, მხარდამჭერი ინტეგრაციულ პროცესებში, რეფორმების გატარებაში. თქვენ იცით, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი შვედეთი იყო და გვინდა განვიხილოთ, განსაკუთრებით სამიტამდე, იმ საკითხების ნუსხა, რომელზეც იქნება მსჯელობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე”-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებით აღნიშნა შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ელექტრონული მონიტორინგის პროცესში და მადლობა გადაუხადა შვედეთის მხარეს როგორც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა შვედეთის პარლამენტის დელეგაციას ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და ამ პროცესის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა საქართველო-შვედეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად სტარტეგიული კომუნიკაციის მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0