ვიშეგრადის ქვეყნები “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ და მას აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ

01/09/2017

ვიშეგრადის ქვეყნები “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ და მას აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ.
ამის შესახებ საუბარია ვიშეგრადის ოთხეულის დეკლარაციაში, რომელიც 31 აგვისტოს ქ. ბუდაპეშტში მიიღეს.
ერთობლივი განცხადების მიხედვით, „ვიშეგრადის ოთხეულის“ მინისტრები მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილებისა და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებისა და სტაბილურობის აქტიური ფაქტორის მიმართ.
ისინი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის პრიორიტეტად იქცეს.
დოკუმენტის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი სტრატეგიული ხედვა უნდა აერთიანებდეს პოლიტიკირ დასაბუთებას და ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან თანაზიარი პასუხისმეგბლობის გარანტიას უნდა იძლეოდეს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბრიუსელის დეკლარაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განსხვავებულ მისწრაფებებს უნდა ასახავდეს, ამასთან, დაინტერესებულ პარტნიორებს ის ევროპულ პერსპექტივას უნდა სთავაზობდეს, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობას – ამბიციურ პროგრამას გრძელვადიან პერსპექტივაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0