ვიცე-პრემიერისა და საუდის არაბეთის ასამბლეის თავმჯდომარის შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს მნიშვნელოვნად გააქტიურებულ ურთიერთობებს

02/11/2017

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის (მაჯლის აშ-შურა) თავმჯდომარესთან აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მათი განვითარების პერსპექტივები.
აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში სამეფოსთან მნიშვნელოვნად გააქტიურებული პარტნიორობა მრავალი მიმართულებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში გაღრმავებულ ურთიერთობებს, აღინიშნა თანამშრომლობა ინვესტიციების და ტურიზმის სფეროებში, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ურთიერთობებს მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაესვა თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0