ვიცე-პრემიერი ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის დირექტორს შეხვდა

12/01/2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანჯოუს პროვინციის ტურიზმის ადმინისტრაციის დირექტორს, ჟუ ლის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის პოტენციალი ტურიზმის სფეროში.
როგორც გუანჯოუს პროვინციის ტურიზმის ადმინისტრაციის დირექტორმა, ჟუ ლიმ განაცხადა, ჩინეთის აღნიშნულ პროვინციაში დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების მიმართ. მისი თქმით, ორი ქვეყნის ტურისტულ კომპანიებს შორის დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტურიზმის სფეროში ურთიერთობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა საქართველოსა და გუანჯუოს პროვინციას შორის.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და ჩინეთის გუანჯოუს პროვინციის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანჯუოს ტურიზმის ადმინისტრაციის დელეგაცია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უკვე შეხვდა ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0