ვიცე-პრემიერი AFD-ის დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ევრაზიის, თურქეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს სესილი კუპრეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც AFD საქართველოში დააფინანსებს, ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა იქნება. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ერთად AFD საქართველოს, ჯამში, 180 მლნ ევროს ღირებულების სესხს გამოუყოფს. აქედან, 120 მლნ ევრო ენერგეტიკის სექტორში, 60 მლნ ევრო კი ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება.

Visited 57 times, 1 visit(s) today