ვიცით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხმყოფელი განცხადებები წესით გაღიზიანებას უნდა იწვევდეს

21/06/2017

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს:
„ვიცით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხმყოფელი განცხადებები წესით გაღიზიანებას უნდა იწვევდეს, მაგრამ ამ განცხადებებით უბრალოდ ვერ ვღიზიანდებით – არც პრეზიდენტს და არც პრეზიდენტის გუნდის წევრებს მსგავსი ტიპის განცხადებები არასოდეს ჩაუთვლიათ გაღიზიანებად.
თუმცა, რეალობა არის შემდეგი, რომ მსგავსი, ე.წ. სკანდალური შეურაცხყოფებიც კი, ვერ გადაფარავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, როცა ამ პროცესით ხდება უმნიშვნელოვანესი, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა და სერიოზული ზიანი ადგება ქვეყნის იმიჯს“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0